გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები „დავითიანნს“ ეწვივნენ
26 მარტი, 2014
გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები „დავითიანნს“ ეწვივნენ   ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
არასამთავრობო ორგანიზაცია "დავითიანნს" გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები ეწვივნენ.

საინფორმაციო შეხვედრაზე მიწვეულ დაინტერესებულ ახალგაზრდებს გერმანიის საელჩოს წარმომადგენელმა გააცნეს ინფორმაცია მიმდინარე პროექტების, საელჩოს საქმიანობის, საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის, სტუდენტური და გაცვლითი პროგრამების შესახებ. სტუდენტებისთვის მოტანილი ჰქონდათ სხვადასხვა ბროშურა და პატარა სუვენირი. 

გერანიის საელჩოს წარმომადგენლის ანა ბოთხერის თქმით, აუდიტორია ძალიან დაინტერესებული იყო და ბევრი კარგი კითხვა დაისვა კონკრეტული პროექტების ირგვლივ.

"ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან სტუდენტები გავეცანით ინფორმაციას გერმანიაში გაცვლითი პროგრამების შესახებ, გაცვლითი პროგრამა კი სტუდენტებს ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება. დღეს მიღებულ ინფორმაციას გავაცნობ მეგობრებს, რომლებმაც კარგად იციან გერმანული ენა, რათა გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და ვიმედოვნებ, რომ მეც შევძლებ ამ შანსით სარგებლობას და მომავალ წელს გერმანიაში გავემგზავრები. ვფიქრობ, რომ ეს შანსი ყველამ უნდა გამოიყენოს" - აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი გიორგაძემ. 

"დავითიანნის" წარმომადგენლის მარიამ ნოზაძის თქმით: "დავითიანნში" მსგავსი ტიპის შეხვედრა ხშირად ტარდება. გასულ წელს გვქონდა საფრანგეთისა და საბერძნეთის დიპლომატიის დღეები, ახლა განვაახლეთ ეს შეხვედრა და გადავწყვიტეთ გერმანიის საელჩოს მოწვევა, რადგან ის ჩვენი პარტნიორი საელჩოა. მისი დაფინანსებით ტარდება ჩვენი ერთ-ერთი პროექტი.  ყოველ ოთხშაბათს ვმართავთ შეხვედრას ბიზნესმენებთან, აპრილიდან კი ვგეგმავთ საჯარო ლექციების დაწყებას".

საინფორმაციო შეხვედრა გერმანული ფილმის "მშვიდობით ლენინო"-ს ჩვენებითა და განხილვით გაგრძელდა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary