“რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა მცოცავი ოკუპაციის ფონზე“
12 ივნისი, 2013
“რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა მცოცავი ოკუპაციის ფონზე“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თავისუფალ უნივერსიტეტში საჯარო დისკუსია გაიმართა თემაზე "რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა მცოცავი ოკუპაციის ფონზე".
ლექცია არასამთავრობო ორგანიზაცია Georgia's Reforms Associates (GRASS)-ის წევრმა, პოლიტოლოგმა ელენე ხოშტარიამ წაიკითხა.
"ჩვენი და რუსეთის პრობლემა მიუხედავად სამყაროს განვითარებისა, არ შეცვლილა" - განაცხადა ჩვენთან საუბრისას პოლიტოლოგმა. მან ისაუბრა დღევანდელი მთავრობის არასწორ მიმართულებებზე, აღნიშნა, რომ მათი გზა აცდენილია ნატოს გზას და ეს დამღუპველია ჩვენთვის. "ჩვენთვის ტერიტორიები იმიტომ კი არ წაურთმევიათ, რომ სილამაზიით მოიხიბლნენ, არამედ იმიტომ, რომ რუსეთის გავლენა ყოფილიყო საქართველოში" - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ და სტუდენტებს ურჩია სწორი გზისკენ სვლა, რომელიც ამ გავლენიდან გასვლასა და იმ სფეროში შეღწევას გულისხმობს, სადაც დაცული იქნება ადამიანური უფლებები.
"2014 წლის ნატოს სამიტი არის პატარა ფანჯარა, სადაც გარკვეული ინერციაა შენარჩუნებული და ეს ინერცია ბოლომდე არ დაუგდია მთავრობას" - თქვა პოლიტოლოგმა.
"მე მინდა, ვიცხოვრო ისეთ სახელმწიფოში, სადაც ჩემი სუვერენიტეტი არ იქნება დარღვეული და ამისთვის აუცილებლად უნდა შევუერთდეთ დასავლეთს" - განაცხადა ერთ-ერთმა დამსწრე სტუდენტმა მარიამ ლორიამ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary