თსუ-ს რექტორის შეხვედრა სტუდენტებთან
27 მარტი, 2014
თსუ-ს რექტორის შეხვედრა სტუდენტებთან ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა თსუ-ს სტუდენტებს შეხვდა.

რექტორმა ისაუბრა იმაზე, თუ რა გააკეთა უნივერსიტეტმა არსებული პრობლემების გადასაჭრელად სტუდენტებთან ბოლო შეხვედრის შემდეგ და რა ინიციატივები აქვს მას ამჟამად.

მთავარი თემა აკადემიური რეგისტრაცია და სასწავლო ლიტერატურასთან დაკავშირებული პრობლემა იყო.

შეხვედრას დისკუსიის სახე ჰქონდა და კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. 

სტუდენტებმა არაერთი პრობლემა წამოჭრეს. ისინი, ძირითადად, ლექტორების პროფესიონალიზმს, უნივერსიტეტის ტექნიკურ აღჭურვილობასა და პრემიერმინისტრთან გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციის არქონას შეეხებოდა. პრეტენზიები იყო თვითმმართველობის არჩევნებსა თუ რექტორის მიერ ცალკეულ თანამდებობაზე კონკრეტულ პირთა დანიშვნის კრიტერიუმებზე. ვლადიმერ პაპავას ინიციატივით, სტუდენტებმა მას არსებული პრობლემების გადაჭრის ალტერნატიული გზებიც შესთავაზეს. ,,ეს შენიშვნები მისაღებია და ძალიან მნიშვნელოვანი" - აღნიშნა რექტორმა.

შევედრას ფაკულტეტების დეკანებიც ესწრებოდნენ და შეკითხვები იყო მათ მიმართაც. ,,უკაცრავად, თქვენ ჩვენი დეკანი ხართ?" - გაისმა ასეთი რეპლიკაც სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის თამარ მახარაძის მიმართ.

,,ნამდვილად ამომწურავი და ზუსტი პასუხები მივიღეთ რექტორისაგან, ვფიქრობ, ორმხრივი კომუნიკაცია აუცილებელია პრობლემების გადასაჭრელად. იმედისმომცემია დღეს წარმოდგენილი ინიციატივები" - აღნიშნა ერთ-ერთმა სტუდენტმა მარიამ გოგატიშვილმა.

შეხვედრისთვის 2 საათი იყო გამოყოფილი, თუმცა, სტუდენტების მიერ დასმული შეკითხვებიდან გამომდინარე, ის უფრო დიდხანს გაგრძელდა.

როგორც ვლადიმერ პაპავამ თქვა, მსგავსი შეხვედრა კიდევ ბევრჯერ შედგება.










გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary