151-ე სკოლაში „თავისუფალი ასოციაციის“ პრეზენტაცია გაიმართა
27 მარტი, 2014
151-ე სკოლაში „თავისუფალი ასოციაციის“ პრეზენტაცია გაიმართა	ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის 151-ე საჯარო სკოლაში ვებჟურნალმა "თავისუფალმა ასოციაციამ" პრეზენტაცია გამართა, რომელიც უმაღლესი სასწავლებლების მიმოხილვას ეხებოდა.


პრეზენტაციას "თავისუფალი ასოციაციის" წარმომადგენელი ნუკა კეკელია უძღვებოდა. უფროსკლასელებს საშუალება მიეცათ, მიეღოთ ინფორმაცია უმაღლესი სასწავლებლების სასწავლო პროგრამებისა და მათი პირობების შესახებ. მოსწავლეებმა დასვეს კითხვები, რომლებც ნუკა კეკელიამ ამომწურავად უპასუხა: "ამგვარი პრეზენტაციების მიზანია, უფროსკლასელებს მიეწოდოთ, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ინფორმაცია უნივერსიტეტების შესახებ, ვინაიდან უშუალოდ სასწავლებლების მიერ ჩატარებულ პრეზენტაციებზე აქცენტი მხოლოდ დადებით მხარეზე კეთდება, რაც რეალურ სურათს ვერ ქმნის".

151-ე სკოლაში ჩატარებული პრეზენტაცია ბოლო იყო ვაკე-საბურთალოს მასშტაბით. შემდეგი, სადაც მსგავსი შეხვედრა გაიმართება, გლდანი-ნაძალადევის რაიონი იქნება.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary