ზვიად გამსახურდიას 75 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია
28 მარტი, 2014
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პირველი პრეზიდენტის 75 წლისადმი (დაბადებიდან) და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით ჩატარებული საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის 23-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა.

ღონისძიება ,,მეცნიერების ისტორიის საქართველოს საზოგადოების ქუთაისის განყოფილების" ორგანიზებით ჩატარდა.
პროფესორებმა ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: 1991 წლის 11 მარტის რეფერენდუმის თანამედროვე გეოპოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები, მოიყვანეს მაგალითები ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ იდეოლოგიური ბრძოლის ისტორიიდან, გაიხსენეს ეროვნული მოძრაობის ისტორია, ზვიად გამსახურდია და მეოცე საუკუნის 70-იანი წლების სამართლებრივი ორგანოები, ასევე პრეზიდენტის მიერ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმისა და შემდეგ 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება.

"1970-იანი წლებიდან პრესის ფურცლებზე დაიწყო ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ ბრძოლა მისი ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის აღსაკვეთად. ის გამოაცხადეს უნიჭო და ხელმოცარულ მწერლად, რის შემდეგაც ხელისუფლებამ 1977 წლის 1 აპრილს ჩაატარა მწერალთა პრეზიდიუმის სხდომა,სადაც ის გარიცხეს მწერალთა კავშირიდან. რაც მისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იყო. ამ სამარცხვინო სხდომაზე ბევრის მიერ მათი პიროვნული ნების საწინააღმდეგო განცხადება მიიღეს" - აღნიშნა ფილოლოგმა ავთანდილ ნიკოლეიშვილმა. 

,,მე ვამაყობ დღეს იმ ფაქტით, რომ როდესაც მთელ ქუთაისში ზვიად გამსახურდიას ოჯახს მათი იზოლაციაში ყოფნისთვის უარი უთხრეს თავშესაფარზე, ისინი ჩემმა ოჯახმა შეიფარა 2 დღით. 1990-იან წლებში ქართველობა ვერ დადგა საკადრისად, მათ დაკარგეს ბრძოლისუნარიანობა, რაც სამარცხვინო ლაქად მიიჩნევა ჩვენი ქვეყნისათვის" - განაცხადა  რექტორის მოადგილე შალვა კირთაძემ.

,,პრეზიდენტმა დააყენა საკითხი კერძო პირთათვის თავისუფალი წარმოების შექმნის უფლება მიეცათ, ასევე დახმარებოდნენ მრავალშვილიან ოჯახებს. ეკოლოგიური კატასტროფის ასაცილებლად კი შეემუშავებინათ ეკონომიკური კანონმდებლობა" - განაცხადა თამაზ გამსახურდიამ.

შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც ლექტორ-მასწავლებლები, ასევე სტუდენტები.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary