,,სასტუმრო - ვაკის პარკში? პიკნიკი - მერიაში!’’
28 მარტი, 2014
,,ნუ გვართმევთ ჰაერს", ,,გადავარჩინოთ ვაკის პარკი" - ამ ლოზუნგებით დღეს თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები ვაკის პარკში სასტუმროს აშენებასა და ხეების მოჭრას აპროტესტებდნენ. ორგანიზატორები მოუწოდებდნენ თბილისის მოსახლეობას, ხელი მოეწერათ პეტიციაზე, რომელიც მშენებლობის წინააღმდეგაა მიმართული. პეტიციას 7 ადრესატი ჰყავს და ის დღეს მერიაში შეიტანეს დასამტკიცებლად.

,,მოვითხოვთ დროებით მორატორიუმს ხეების ჭრაზე, მანამ არ გასწორდება კანონი და ეს არ იქნება კანონით დაცული" - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნატო ფერაძემ.

აქციას სხვდასხვა პროფესიის წამრომადგენელი ესწრებოდა.

,, მოვედი იმიტომ, რომ სასტიკი წინააღმდეგი ვარ ხეების გაჩეხვის, შვილი სასეირნოდ ვერ გამომყავს" – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ჩვენთან საუბრისას.

როგორც სხვა მონაწილემ მარინა ტყეშელაშვილმა აღნიშნა, ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება ხეების გაჩეხვას, რადგან მისი აზრით, თბილისში საჭიროა რეკრეაციული ზონის არსებობა.

აქცია თეატრალიზებული იყო და მის დაწეყებამდე მერიაში ფლეშმობი მოეწყო.
აქციის ორგანიზატორი იყო მოძრაობა ,,პარტიზანული მებაღეობა თბილისში".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary