Aegee-tbilisi
29 მარტი, 2014
საქართველოს უნივერსიტეტში AEGEE–ს სტუდენტური ორგანიზაციის პრეზენტაცია გაიმართა.


AEGEE (Association des États Généraux des Étudiants de l'Europe) არის ევროპული უმსხვილესი ინტერდისციპლინარული სტუდენტური ორგანიზაცია, რომელიც არის არასამთავრობო, პოლიტიკურად დამოუკიდებელი და არაკომერციული ორგანიზაცია. ორგანიზაცია 1985 წელს პარიზში დაარსდა, დღეს AEGEE–ს ქსელში 13000 სტუდენტია. AEGEE განთავსებულია ევროპის 40 ქვეყანასა და 200 ქალაქში.

"თუ ხარ აქტიური და ენერგიული ახალგაზრდა, თუ გსურს, გაიღრმავო და გაიფართოვო შენი ცოდნის არეალი, შეიძინო ბევრი ახალი მეგობარი, ასევე აქტიურად ჩაერთო ევროპელ ახალგაზრდებთან დისკუსიებსა და გაცვლით პროგრამებში. AEGEE-Tbilisi სწორედ ასეთ შანსს გაძლევთ, გაილამაზე ცხოვრება AEGEE-ს ფერებით" - ამბობს AEGEE–ს წარმომადგენელი.

AEGEE–ს წევრობა ანაზღაურებადი არ არის, არის საწევრო გადასახადი, რომელიც სიმბოლურად შემოიფარგლება ყოველთვიურად 3 ლარით. ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია, გახდეს ორგანიზაციის წევრი.






გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary