ხელები შორს კონსტიტუციისგან! - საპროტეტსო აქცია კანცელარიის წინ
29 მარტი, 2014
"მე და ჩემი შვილი ვართ ოჯახი", "ჯერ კანონის შესრულება ისწავლე და მერე ცვალე" - ამ ლოზუნგებით დღეს კანცელარიის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" მიერ ორგანიზებული მშვიდობიანი აქცია გაიმართა.


"იდენტობა" და მისი მომხრეები კონსტიტუციაში ჩანაწერის შეტანას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ეს ინიციატივა ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის. 

"იდენტობის" წარმომადგენლების აზრით, ეს ინიციატივა უხეშად ხელყოფს მარტოხელა დედების, დაქვრივებული და სხვა ადამიანების, მათ შორის ლგბტ პირების ოჯახური ცხოვრების უნივერსალურ უფლებას. იმ დროს, როდესაც მსოფლიოში მეტი და მეტი ადამიანი თავისუფლებასა და თანასწორობას ესწრაფვის, ადამიანის უფლებების დაცვის ეგიდით მოსული ხელისუფლება ძირითადი უფლებების ხელყოფას იწყებს.

"საქართველოს პრემიერმინისტრი ცდილობს, აკრძალოს ის, რაც უკვე აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით, რაც, ჩვენი აზრით, არის რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობა. მათ უნდა გაითვალისწინონ მარტოხელა დედები და სხვა ადამიანები, რომლის ოჯახიც არ წარმოადგენს ქალისა და კაცის ერთობას. ამ კანონის მიღების შემთხვევაში ეს ადამიანები რჩებიან ოჯახის ცნების გარეშე" - განაცხადა "იდენტობის" აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ვაჭარაძემ. 

არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" პოზიციას მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ და თავიანთი აზრი ამ აქციაზე გამოხატეს. 

"ჩვენ, მართლმადიდებელმა ადამიანებმა, თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, მოვსულიყავით, გამოგვეყენებინა ჩვენთვის კონსტიტუციით მონიჭებული უფლება და გამოგვეთქვა ჩვენი აზრი. მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მათ წინააღმდეგ და არასდროს დავუშვებთ ჩვენს ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინებას" - აღნიშნა პრემიერმინისტრის ინიციატივის მხარდამჭერმა მაკა ნიკოლაშვილმა. 

მიუხედავად აქციის მშვიდობიანი ხასიათისა, ადგილზე მაინც მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary