ილიაუნიში რეჟისორ თინათინ გურჩიანის ვორკშოპი დაიწყო სახელწოდებით "სიმართლე და ავთენტურობა დოკუმენტურ კინოში".
უშუალოდ მუშაობის დაწყებამდე პასტორალური ფილმის ჩვენება მიმდინარეობდა. თინათინ გურჩიანმა ახალგაზრდებს რამდენიმე დოკუმენტური ფილმის ფრაგმენტი აჩვენა, სადაც ნათლად გამოჩნდა ის ნიუანსები, რომლებიც ფილმის გადაღებისას უნდა გაითვალისწინონ დამწყებმა რეჟისორებმა.
"კამერის სწორი დგომა და მიმართულება, სცენების სწორი განლაგება, მთლიანობაში გადაღებების სწორი დაგეგმვა არის პროფესიონალიზმის მთავარი ნიშანი. ჩვენ გვინდა, გამოცდილება გავუზიაროთ ახალგაზრდებს და დავეხმაროთ მათ განვითარებაში" - აღნიშნა რეჟისორმა თინათინ გურჩიანმა.
ვორკშოპი ხუთ დღეს გაგრძელდება. მის ფარგლებში სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები გადაიღებენ მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმებს. ორშაბათს მოხდება შეჯამება და შესაძლოა, საჯარო პრეზენტაციაც დაიგეგმოს. პროექტი გოეთეს ინსტიტუტის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს ქართველი სტუდენტების პროფესიულ განვითარებას. პროექტში ჩართულნი არიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და არამარტო სტუდენტები" - განაცხადა ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა ნათია გაბრიჩიძემ.
მონაწილეებისგან შედგა ჯგუფები. მათ მიეცათ რამდენიმე დღე მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გადასაღებად. ზოგიერთმა მონაწილემ ინდივიდუალურად მუშაობის სურვილი გამოთქვა.