კრებულის „კარს მიღმა“ პრეზენტაცია „ლიგამუსში“
31 მარტი, 2014
კრებულის „კარს მიღმა“ პრეზენტაცია „ლიგამუსში“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"კარს მიღმა" - ასე ჰქვია კრებულს, რომლის პრეზენტაციაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" გაიმართა.

წიგნი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სემიოტიკის კვლევითი ცენტრის მიერ გამოიცა. მასში შესულია ფენტეზის ჟანრის პოეზიის ლიტერატურული კონკურსის ფინალისტების ლექსები. წიგნი 30-მდე ქართველი პოეტის შემოქმედებას აერთიანებს. თანაავტორებს შორის არიან: გიორგი კეკელიძე, ცირა ბარბაქაძე, პაატა შამუგია და სხვები. 

"ძალიან საინტერესო წიგნია, რადგან მასში შესულია ფენტეზის ჟანრის პოეზია. ეს არის ყველასგან განსხვავებული, რაც საქართველოში გამოდის. ამიტომაც მივიჩნევ, რომ ასეთი წიგნები უნდა გამოდიოდეს რუტინის გასარღვევად, რომელიც არის საქართველოში. მსგავსი წიგნების გამოშვება აუცილებელია ლიტერატურული პროცესის განვითარებისთვის" - გვითხრა პოეტმა გიორგი შონიამ.

წიგნის გამოშვების იდეა ცირა ბარბაქაძესა და სემიოტიკის კვლევის ცენტრს ეკუთვნის. იდეა კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დახმარებით განახორციელეს. 

როგორც ერთ-ერთმა დამსწრემ ია გოგოლიშვილმა აღნიშნა: "მსგავს საღამოზე არასდროს ვყოფილვარ. თუმცა, წიგნის ჟანრმა ჩემში დიდი დაინტერესება გამოიწვია. ძალიან მომწონს დღევანდელი საღამო და ყველას ვურჩევ, შეიძინოს ეს წიგნი".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary