„განმანათლებლობის ევროპული ჰორიზონტები“ თსუ-ში
01 აპრილი, 2014
„განმანათლებლობის ევროპული ჰორიზონტები“ თსუ-ში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"განმანათლებლობის ევროპული ჰორიზონტები" - ასე ჰქვია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტის ნინო პოპიაშვილის სამეცნიერო კვლევას, რომლის პრეზენტაციაც დღეს თბილისის სახელმწიფო უნივრსიტეტში შედგა.

როგორც ნინო პოპიაშვილმა პრეზენტაციის დაწყებამდე აღნიშნა, მიზანი ამ კვლევის ჩატარებისა იყო ის, რომ საბჭოთა კავშირში იდევნებოდა განმანათლებლობის იდეები. ,,ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, შევისწავლოთ განმანათლებლობის ევროპული კონტექსტი და დავუკავშიროთ ის ქართულ რეალობას" - აღნიშნა მან.

პრეზენტაციის განმავლობაში ნინო პოპიაშვილმა ისაუბრა განმანათლებლობის, როგორც ცნების მნიშვნელობაზე, მის წარმოშობასა და ღირებულებებზე. იმაზე, თუ რა ცვლილებები მოჰყვა ამ მოვლენას. ასევე განიხილა კონკრეტული განმანათლებლების შემოქმედება, მათი ღირებულებები. შეეხო საფრანგეთის რევოლუციასაც, როგორც განმანათლებლობის ,,პროდუქტს". 

პრეზენტაციის შემდეგ დისკუსიაც გაიმართა, რაც, ძირითადად, განმანათლებლობის ქართულ ფესვებს შეეხებოდა. დამსწრეებმა მკვლევართან ერთად განიხილეს საზოგადოებაში დამკვირდებული ვარაუდი იმის შესახებ, თუ რა მიიჩნევა განმანათლებლობის საფუძვლად საქართველოში. 

,,სიმართლე რომ გითხრათ, აღფრთოვანებული არ ვარ. ძირითადად, ისტორიული ექსკურსი იყო და ჩემთვის ახალი არაფერი არ ყოფილა, უფრო სიღრმეში წასვლასა და კონკრეტული თემების გამოყოფას ველოდი" - აღნიშნა ერთ-ერთმა დამსწრემ ტარიელ ბეინაშვილმა.

როგორც ფილოსოფიის ფაკულტეტის დოქტორანტმა სოფიო მოდებაძემ ჩვენთან საუბრისას თქვა, მას ძალიან მოეწონა პრეზენტაცია, თუმცა, მისი აზრით, უმჯობესი იქნებოდა, თუ მას კავშირი ექნებოდა თანამედროვეობასთან და მხოლოდ ეპოქალური მიმოხილვით არ შემოფარგლებოდა.
სამეცნიერო კვლევა-ძიება ნინო პოპიაშვილმა გერმანიაში განახორციელა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის ფარგლებში.






გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary