„თავისუფალი ასოციაციის“ პრეზენტაცია 180-ე საჯარო სკოლაში
01 აპრილი, 2014
„თავისუფალი ასოციაციის“ პრეზენტაცია 180-ე საჯარო სკოლაში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
180-ე საჯარო სკოლაში "თავისუფალი ასოციაციის" პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ.


პრეზენტაცია მიზნად ისახავდა სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაციის მოსწავლეებისთვის გაზიარებას. მოსწავლეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია "თავისუფალ ასოციაციაში" სტაჟირების პირობების შესახებ.

"შეხვედრაზე იმ ხუთი უნივერსიტეტის შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია მოსწავლეებს, რომელზე მონიტორინგსაც "თავისუფალი ასოციაცია" უკვე ერთ წელზე მეტია ახორციელებს. ვფიქრობ, ასეთი შეხვედრა მოსწავლეებს სჭირდებათ, რადგან მსგავსი ინფორმაციით მათ არავინ უზრუნველყოფს და, შესაბამისად, ხდება ისე, რომ მათი მოლოდინი არ არის ხოლმე ადეკვატური იმ სიტუაციის, რაც მათ უნივერსიტეტებში ხვდებათ" - განაცხადა "თავისუფალი ასოციაციის" წარმომადგენელმა მარიამ ჯავახიშვილმა.

პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეები კონკრეტული უნივერსიტეტებით დაინტერესდნენ და დამატებითი ინფორმაცია მიიღეს.
"თეატრისა და კინოს უნივერსიტეტმა დამაინტერესა. მომეწონა, რომ აბიტურიენტებს ინფორმაციას გვაწვდით და სწორი არჩევანის გაკეთებაში გვიწყობთ ხელს" - აღნიშნა 180-ე სკოლის მოსწავლემ დათო ახალბედაშვილმა.

"თავისუფალმა ასოციაციამ" თბილისის ორ რაიონში უკვე ჩაატარა მსგავსი ტიპის პრეზენტაციები. ამჟამად ვებჟურნალის წარმომადგენლები ისანი-სამგორის რაიონის სკოლებში ხვდებიან მოსწავლეებს.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary