„ახალგაზრდული პოლიტიკის“ პრეზენტაცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში
02 აპრილი, 2014
„ახალგაზრდული პოლიტიკის“ პრეზენტაცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ლევან ყიფიანი, გაეროს მოსახლეობის ფონდისა და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ოგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.


შეხვედრა 2014 წლის 28 მარტს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაციას მიეძღვნა. 

შეხვედრაზე ისაუბრეს მოცემული დოკუმენტის მიზანსა და პრიორიტეტებზე. ლევან ყიფიანის თქმით, ახალგაზრდული პოლიტიკა უზრუნველყოფს საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობას, მათთვის მაღალხარისხიანი განათლების მიღების, დასაქმებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობის მიცემას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და მათთვის სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლების შესახებ ცოდნის ამაღლებას. 

"ჩვენ მხარს ვუჭერთ ახალგაზრდებს და ამაში ვერთიანდებით ყველა ერთად, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, რადგან ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ერთიანი შეხედულებით საქართველოს მთავრობამ შექმნა საკოორდინაციო საბჭო, სადაც მიიღეს ეს დოკუმენტი" - განაცხადა ლევან ყიფიანმა. 

"საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი უკვე ძალაშია, შემდგომი ეტაპი არის სამოქმედო გეგმის შექმნა, რომელზე მუშაობაც, ვფიქრობ, რომ ივნისის ბოლომდე დასრულდება" - აღნიშნა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ რატი ბერიძემ. 

"დღეს საზოგადოებას წარვუდგინეთ ძალიან მნიშვენლოვანი დოკუმენტი, რომლის შექმნაშიც ჩართული იყო ყველა რელევანტური სამინისტრო და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და ახალგაზრდები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახალგაზრდების განვითარებაში. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გაეროს მოსახლეობის ფონდი აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში და სერიოზულ მხარდაჭერას უწევდა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს" - თქვა გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ბიუროს ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary