მარიამ დევდარიანის პერსონალური გამოფენა
02 აპრილი, 2014
მარიამ დევდარიანის პერსონალური გამოფენა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალგაზრდა ხელოვანის მარიამ დევდარიანის პერსონალური გამოფენა გაიხსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილია 70-მდე ნამუშევარი, შესრულებული სხვადასხვა ტექნიკაში. აქ არის ფერწერა, ბატიკა და თექა. 

მარიამ დევდარიანმა ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიაში გამოყენებითი ხელოვნება და ინტერიერის დიზაინი დაამთავრა. როგორც თვითონ ამბობს, მან იპოვა თავისი საყვარელი საქმე და მათზე მუშაობა ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებს. 

"ხატვა დაახლოებით 5-6 წლიდან დავიწყე. ყოველთვის მინდოდა საკუთარი გამოფენა გამეკეთებინა. ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით დღეს ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ნამუშევრები შესრულებული მაქვს ბატიკაში, თექასა და ფერად გრაფიკაში. მათზე დაახლოებით ერთ წელს ვმუშაობდი. გამოფენისთვის საგანგებოდ ვემზადებოდი და ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით" - ამბობს მარიამ დევდარიანი.

საგამოფენო დარბაზი სავსე იყო სტუმრებით. მარიამის ნამუშევრებმა დამთვარიელებელთა აღფრთოვანება გამოიწვია.

"დღევანდელმა გამოფენამ ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა. ყველა ნამუშევარი ძალიან კარგია. განსაკუთრებით მომეწონა სარკეები და თევზები, თუმცა, გამორჩევა ძალიან გამიჭირდა"- აღნიშნავს დამთვალიერებელი მარიამ შენგელიძე. 

მარიამ დევდარიანის გამოფენა 2 აპრილს გაიხსნა და მნახველებს 7 აპრილამდე გაუწევს მასპინძლობას. ნამუშევრები გამოფენილია პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary