მრგვალი მაგიდა საკონსტიტუციო ინიციატივის შესახებ
02 აპრილი, 2014
მრგვალი მაგიდა საკონსტიტუციო ინიციატივის შესახებ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "თბილისის ფაბიანური საზოგადოების" მიერ მრგვალი მაგიდა გაიმართა საქართველოს საკონსტიტუციო ინიციატივის შესახებ.

საკონსტიტუციო ინიციატივა გულისხმობს საქართველოს მოქმედ კონსტიტუციაში სოციალურ-ეკონომიკური უფლებების შესახებ თავებში ცვლილების შეტანას. "ჩვენი სურვილია, სახელმწიფომ ყურადღება მიაქციოს მსგავს საკითხებს, რადგან არ ხდება დასაქმებულის უსაფრთხო შრომის მინიმალური ანაზღაურება და შრომის ინსპექციის საკითხიც არ დგას" - აღნიშნა "თბილისის ფაბიანური საზოგადოების" დამფუძნებელმა სოფიკო შუბითიძემ. 

მრგვალი მაგიდის გამართვა 2 კვირის წინ დაიგეგმა. მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაციის, ძირითადად, მემარცხენეების წარმომადგენლები "ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატები", "ახალგაზრდა სოციალისტები" და ა.შ
დისკუსიის დაწყებამდე "ფაბიანური საზოგადოების" დამფუძნებელმა ლევან ლორთქიფანიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო საზოგადოების ძირითადი მიმართულებები და გეგმები.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary