კინოკლუბი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში
03 აპრილი, 2014
კინოკლუბი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში კინოკრიტიკოსის რუსუდან კვარაცხელიას ხელმძღვანელობით სტუდენტური კინოკლუბი გაიხსნა.

კინოკლუბის გახსნაზე ფრანგი რეჟისორის ჟან ლიუკ გოდარის ფილმი "უკანასკნელ ამოსუნთქვამდე" აჩვენეს. 

რუსუდან კვარაცხელიას თქმით: "ეს არის ფილმი, რომელიც ეხმიანება ჩვენს დღევანდელ ცხოვრებას. ჩვენი ახალგაზრდების ქცევას, ურთიერთობას ერთმანეთთან. სწორედ თავისი თემატიკიდან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ პირველად ეს ფილმი მეჩვენებინა. გოდარის "უკანასკნელ ამოსუნთქვამდე" სადებიუტო ფილმი იყო. მან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია კინომატოგრაფიაში. ფაქტობრივად, მისი დიდი დამსახურებაა კინოში ახალი მიმდინარეობის ჩამოყალიბება სახელწოდებით: "ახალი ტალღა". 

კინოკლუბის გახსნის ინიციატივას უნივერსიტეტის სტუდენტები აღფრთოვანებით შეხვდნენ. 

"ყოველთვის მინდოდა, რომ ჩვენს უნივერსიტეტში კინოკლუბი გახსნილიყო და ძალიან მიხარია, რომ დღეიდან საკუთარ უნივერსიტეტში კინოშედევრების ნახვის საშუალება მექნება. რაც შეეხება გოდარის ფილმს, იგი თემატურად ჩვენთან - ახალგაზრდებთანაა დაკავშირებული. ახალგაზრდა ადამიანების ცხოვრება, პრობლემები 60-იანი წლების პარიზში ქართული საზოგადოების დღევანდელ რეალობასთან პარალელების გავლების საშუალებას იძლევა. თემატიკასთან ერთად ფილმშია უნიკალური დოკუმენტური კადრები. მაგალითად, მე ძალიან მომეწონა ძველი პარიზის ქუჩები" - ამბობს სტუდენტი ქეთი ებიტაშვილი. 

კინოკლუბში ფილმების ჩვენება გაიმართება თვეში ორჯერ. ტრადიციულად თვის დასაწყისში და თვის ბოლო კვირას. ფილმები იქნება ელიტარული და "არტ ჰაუზის" მიმართულების.
ფილმების ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary