თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამის "საჯარო მმართველობა" კურსდამთავრებულებს დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.
აღნიშნული პროგრამა უნივერსიტეტსა და გერმანიის ქ.შპაიერის მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივი მუშაობით ხორციელდება. როგორც იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი ბურდულმა გვითხრა: "ეს არის წამოწყება, რომელსაც 2009 წელს ჩაეყარა საფუძველი და წარმატებით ხორციელდება. ჩვენ განსაკუთრებით კარგ სტუდენტებს ვიღებთ, საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს. ძალიან გახარებული ვარ, როგორც მხარდამჭერი ამ პროგრამისა პიროვნულ დონეზე, როგორც ხელმძღვანელი ამ პროგრამის ინსტიტუციონალურ დონეზე და როგორც მეგობარი იმ პროფესორებისა და სტუნდენტებისა, რომლებიც არიან ჩართულნი ამ პროგრამაში".
სამაგისტრო პროგრამა "საჯარო მმართველობა" 2- წლიანია, სწავლება კი - ინგლისურენოვანი.
"შპაიერის სამაგისტრო პროგრამა არამხოლოდ აკადემიური და კვალიფიციური განვითარების მხრივ არის შესაძლებლობა, არამედ ჩვენ, ახალგაზრდებსა და მონაწილეებს, პროგრაამა მოგვცა უნიკალური შანსი, რომ ერთმანეთი გაგვეცნო და ერთად მიგვეღწია იმ წარმატებისთვის, რაც არის სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დასრულება. ძალიან მიყვარს ჩემი კურსდამთავრებულები, ჩემი მეგობრები. კვალიფიკაციის მხრივ შპაიერის უნივერსიტეტი და ეს პროგრამა არის უაღრესად სამაგალითო საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში" - აღნიშნა კურსდამთავრებულმა თეონა ლავრელაშვილმა.