,,ოქროს შუალედი"
04 აპრილი, 2014
კავკასიის უნივერსიტეტში სამართლის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტის ლექსო ზარდიაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

საღამოზე მისი წიგნის ,,ოქროს შუალედი" პრეზენტაცია შედგა.

ღონისძიებაზე ავტორმა ისაუბრა წინგის შინაარსზე, იმაზე, თუ რატომაა საინტერესო და რატომ უნდა წავიკითხოთ ის. მან წაიკითხა რამდენიმე ლექსიც ,,ოქროს შუალედიდან".

ავტორის თქმით, წიგნის მთავარი სათქმელი ისაა, რომ თითოეულ ადამიანს შეუძლია ოცნებების ახდენა.

,,ჩვენ, ძირითადად, ჩართულნი ვართ სოციალურ ცხოვრებაში, მასის რიგითი წევრები ვართ, ეს არის წიგნი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ცდილობდეს პიროვნება, გახდეს დიდი ადამიანი. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, გახდეს მსოფლიოს მეფე" -  აღნიშნა მან.

ღონისძიებას, ძირითადად, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. 

,,პოეზია დიდად არ მიყვარს, მაგრამ აქ წაკითხული რამდენიმე ლექსი ძალიან ცხოვრებისეული იყო. მთავარია ის, რომ გამიჩნდა სურვილი წიგნის ბოლომდე წაკითხვის" - თქვა ერთ-ერთმა დამსწრე ნუცა ნიკოლეიშვილმა.
,,ოქროს შუალედი" ლექსო ზარდიაშვილის პირველი ლექსების კრებული არ არის.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary