ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები
04 აპრილი, 2014
ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრეზენტაცია გაიმართა "ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების" შესახებ.


შეხვედრას ესწრებოდნენ: ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი, ინსტიტუტის კურატორი ლევან ალექსიძე და რექტორის ასისტენტი ვახო ჯანაია.


ევროპული კვლევების ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა 2007 წელს ევროკავშირის TACIS-ის პროექტის ფარგლებში და ის ეფუძნება თსუ–ს ოთხ ფაკულტეტს: იურიდიულ, ეკონომიკისა და ბიზნესის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტებს.

პროგრამის საშუალებით სტუდენტები ერთდროულად ეუფლებიან ევროკავშირში ინტეგრაციის ეკონომიკას, ევროკავშირის სამართალს, ევროპეიზაციის პოლიტიკას, ენერგოუსაფრთხოების საკითხებს, ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების ისტორიულ განვითარებას დასაბამიდან თანამედროვეობამდე.

"მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები. ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად მეც მიმიძღვის წვლილი ამ პროექტის ჩამოყალიბებაში. როგორც ყველა ქვეყანაში, ასევე საქართველოშიც ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი განათლებაა, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ პროექტი წარმატებით გაგრძელდება" - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

"თსუ-ს ევროპული კვლევების ინსტიტუტის მაგისტრატურაზე ჩაბარება ბევრი მიზეზის გამო გადავწყვიტე. პირველ რიგში, საქართველოში მხოლოდ რამდენიმე სამაგისტრო პროგრამა იძლევა სრულად ინგლისურენოვანი განათლების, გამოცდილ ქართველ თუ უცხოელ პროფესორებთან მუშაობის შესაძლებლობას. სტიპენდიის მიღების შემდეგ ერთი სემესტრი ვისწავლე ჰელსინკის უნივერსიტეტში. დავაფუძნე საკუთარი ტურისტული კომპანია "DISCOVER GEORGIA", რომელსაც უკვე ორი წელია სათავეში ვუდგავარ. მე ვამაყობ თსუ-ს ევროპული კვლევითი ინსტიტუტით და მადლობას ვუხდი პროფესიონალთა გუნდს" - განაცხდა კურსდამთავრებულმა დეა გეგეჭკორმა.

შეხვედრა 1 საათს გაგრძელდა. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, კითხვები დაესვათ ინსტიტუტის წარმომადგენლებისთვის.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary