"გენდერი და პოლიტიკა" - ასე ერქვა ტრენინგს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა.
აღნიშნული პროექტის ორგანიზატორები იყვნენ: თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების დეპარტამენტი და არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდული განათლებისა და ტრანსფორმაციის ცენტრი".
"ტრენინგი, ძირითადად, მიმართულია ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის. რაც შეეხება ტრენინგის თემის იდეის არჩევას, განათლების დეპარტამენტს აქვს იდეების ბანკი, სადაც ნებისმიერ სტუდენტს საშუალება აქვს, მოგვწეროს თავისი იდეა, ერთ-ერთი მათგანი ეხებოდა გენდერსა და პოლიტიკას. მსგავსი პროექტების განხორციელებას სამომავლოდაც ვგეგმავთ" - აღნიშნა ორგანიზატორმა ნიკა ბურჭულაძემ.
ტრენინგს უძღვებოდნენ: ნათია ჯამბურია, შოთა ზურაბაშვილი და მარიამ კეკელაშვილი. მათ განიხილეს შემდეგი საკითხები: გენდერი და სქესი, ჰიჯრები და ბერდაჩები, საქართველოში არსებული გენდერული სიტუაცია და ა.შ. პროექტში მონაწილოებას იღებდნენ თსუ-ის სტუდენტები. ისინი აპლიკაციის საფუძველზე შეარჩიეს.
ერთ-ერთი მონაწილის მარიამ ჩხიკვაძის თქმით, "მე პირველად ვიღებ მსგავს ტრენინგში მონაწილეობას და, ვფიქრობ, ის პრაქტიკის გავლის საშუალებას მაძლევს. სამომავლოდაც ვგეგმავ მონაწილეობის მიღებას".