კავკასიის უნივერსიტეტში CuQuest-ის გამარჯვებული გამოავლინეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ გამარჯვებული აბიტურიენტები, რომლებიც დააჯილდოვა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ.
თამაში CuQuest-ი უკვე მეორედ ტარდება კავკასიის უნივერსიტეტში და მისი მიზანია აბიტურიენტების წახალისება, მათთვის სტიმულის მიცემა.
თამაში შედგებოდა ოცდაათი ეტაპისაგან. აბიტურიენტებს უნდა გამოეცნოთ სხვადასხვა ტიპის გამოცანა და მიღებული პასუხი უნდა შეეყვანათ სპეციალურ გრაფაში, რის შედეგადაც გადადიოდნენ შემდეგ ეტაპებზე. გამოვლინდა სამი გამარჯვებული. გამარჯვებულ აბიტურიენტებს გადაეცათ ფულადი საჩუქარი, რომელსაც გამოიყენებენ იმ შემთხვევაში, თუ კავკასიის უნივერსიტეტში მოხვდებიან.
მათ გამარჯვება უნივესიტეტის პრეზიდენტმა მიულოცა და დააჯილდოვა სხვადასხვა თანხის ვაუჩერით. კახა შენგელიამ განაცხადა, რომ ,,თამაშის მიზანი იყო რაიმე საშუალებით დახმარებოდნენ მშობლებს სტუდენტების სწავლის საფასურის გადახდაში. მიზანმაც გაამართლა და აბიურიენტები საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ თამაშში".
დაჯილდოების დროს გაირკვა, რომ მესამე ადგილზე გასულმა აბიტურიენტმა გადაიფიქრა ამ უნივერსიტეტში ჩაბარება, ამიტომ კახა შენგელიამ დანარჩენ ოთხ სტუდენტს გაუნაწილა ეს თანხა.
უნივერსიტეტის შემოქმედებითი მენეჯერის ბექა ადამაშვილის თქმით, ,,ეს იყო თამაში, რომელიც განკუთვნილი იყო აბიტურიენტებისათვის. საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართულნი. გამარჯვებულმა საკმაოდ სწრაფად გაიარა ოცდაათივე ეტაპი. პირველ ადგილზე გასულს გადაეცემა ხუთიათასლარიანი ვაუჩერი, მეორე ადგილზე გასულს - სამიათასიანი და მესამე ადგილზე - ორიათასიანი".