ბოშათა დღე „იდენტობაში“
08 აპრილი, 2014
ბოშათა დღე „იდენტობაში“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ბოშათა საერთაშორისო დღეს "იდენტობამ" ღონისძიება გამართა - "მათი სამშობლო მთელი სამყაროა".


ღონისძიების მიზანი იყო ბოშათა თემის ისტორიის, კულტურის, პრობლემატიკის გაცნობა და არსებული სტერეოტიპების რღვევა. ,,ჩვენს საზოგადოებაში ბოშები მარგინალიზებული არიან. მათ მიმართ ბევრი უსამართლო სტერეოტიპი არსებობს, რის გამოც იკარგება ყველა ის სიკეთე, ან, უბრალოდ, რეალობა, რომელიც ბოშათა თემს უკავშირდება, რაც ამ თემის სოციალიზაციას მნიშვნელოვნად უშლის ხელს" - აღნიშნა "იდენტობის" სოციალურმა მუშაკმა ქეთი ხუციშვილმა.

რამდენიმე საათით დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა, გამხდარიყო ბოშური კულტურის ნაწილი, დაეგემოვნებინა ბოშური საჭმელი, ემკითხავა...

საღამო რამდენიმე ნაწილისგანს შედგებოდა: ბოშათა თემის შესახებ ვიქტორინა, დისკუსია, ბოშური კერძების დაგემოვნება, მოხალისეების მიერ დადგმული ცეკვა. 

ბოშა მუსიკოსმა ბოშური და ქართული სიმღერა შეასრულა. მას ხშირად შეხვდებით მიწისქვეშა გადასასვლელებსა და მეტროში გიტარასთან ერთად.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary