9 აპრილი - “ჩვენი თავისუფლებისთვის"
09 აპრილი, 2014
9 აპრილი - “ჩვენი თავისუფლებისთვის" ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
9 აპრილს დაღუპული გმირების პატივსაცემად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ახალგაზრდები შეიკრიბნენ და მსვლელობა მოაწყვეს 9 აპრილის მემორიალისკენ.


აქცია სახელწოდებით - "9 აპრილი - ჩვენი თავისუფლებისთვის" თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტის ილო ღლონტის მიმართვით დაიწყო. შემდეგ დროშებით ხელში "საქართველოს გაუმარჯოს" ძახილით პარლამენტის შენობისკენ, 9 აპრილის მემორიალისკენ დაიძრნენ, სადაც სანთლის დანთებით და ყვავილებით შემკობით სოლიდარობა გამოუცხადეს გმირ თანამემამულეებს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის გიორგი ჩოჩაშვილის თქმით, "მსვლელობა ემსახურება დაღუპული გმირების ხსოვნას, სოლიდარობას ვუცხადებთ მათ".

"9 აპრილი - ჩვენი თავისუფლებისთვის" ჰიმნით დასრულდა.

მსვლელობის ორგანიზატორი ნიკოლოზ ჩოჩაშვილი მოძრაობის "საქართველო ოკუპაციის გარეშე" წევრია. მოძრაობას შეუერთდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტი და არასამთავრობო ორგანიზაცი.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary