მარკეტინგული კვლევებისა და კონსულტაციის კომპანია "ეისითის (ACT)" წარმომადგენლების ინიციატივით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.
"ეისითი" 2002 წელს დაარსდა. დღეს უკვე საქართველოს კვლევითი და საკონსულტაციო ბაზრის 34 % უკავია.
,,ჩვენი შეხვედრის მიზანია, სტუდენტებმა მიიღონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რასაც უნივერსიტეტებში თეორიულად გადიან. ჩვენთან მიღებული გამოცდილება გამოადგებათ მათ მომავალში ანაზღაურებადი სამსახურის პოვნაში" - განაცხადად მონაცემთა მოპოვებისა და დამუშავების დეპარტამენტის უფროსმა ნინო თათენაშვილმა.
კომპანია "ACT" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სთავაზობს, გაიარონ სამთვიანი სტაჟირების პროგრამა. სტუდენტები დასაქმდებიან "ეისითის" საველე სამუშაოების დეპარტამენტში. მათ მოვალეობებში შევა: სატელეფონო კვლევა/სატელეფონო გამოკითხვა; პირისპირ ინტერვიუების ჩატარება; საველე სამუშაოების დაგეგმვასა და ორგანიზებაში დახმარების გაწევა; პრაქტიკული თანამშრომლობისათვის ტრენინგების ორგანიზება/ჩატარება.
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტის ანა ხარჩილავას თქმით, ,,ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა იყო. ჩვენთვის სტუდენტებისთვის მნიშნელოვანია მსგავს პროექტებში მონაწილეობა, თანაც იშვიათად გვაქვს მსგავსი შესაძლებლობა. აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას კონკურსში და იმედს ვიტოვებ, რომ მივიღებ პრაქტიკულ გამოცდილებას".
სტაჟირების გავლის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატები.