არასამთავრობო ორგანიზაციის "თავისუფალი ასოციაცია" წარმომადგენლები ქ. თბილისის მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ორგანიზაციის წევრებმა მოსწავლეებს ინფორმაცია ვებჟურნალის "თავისუფალი ასოციაცია" დანიშნულებისა და უმაღლესი განათლების შესახებ მიაწოდეს.
როგორც სკოლის პედაგოგმა ეკა ბოკუჩავამ აღნიშნა, მოსწავლეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის მსგავსი შეხვედრა პირველად მოხდა: "ვფიქრობ, კარგია მოსწავლეებთან მსგავსი შეხვედრა, რომ მომავალმა თაობამ სწორად გადაწყვიტოს საკუთარი არჩევანი. რაც მომეწონა ის არის, რომ უმაღლეს სასწავლებლებზე მხოლოდ მშრალი ინფორმაციის მიწოდება არ მოხდა და ორგანიზაციამ ძალიან ობიექტურად ასახა არსებული მდგომარეობა".
"ჩემი აზრით, საჭიროა, რომ თავიდანვე ინფორმირებულები იყვნენ მოსწავლეები საუნივერსიტეტო ამბებით. რაც შეეხება ორგანიზაციის საქმიანობას, დადებითად ვაფასებ იმიტომ, რომ აუცილებელია უნივერსიტეტებში არსებული ვითარება შუქდებოდეს" - აღნიშნა მეათე საჯარო სკოლის მოსწავლემ ალექსანდრე დურგლიშვილმა.
"თავისუფალი ასოციაციის" საზოგადოებასთან ერთიერთობის მენეჯერის ნუკა კეკელიას თქმით, პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა, რასაც მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეების დაინტერესებამ შეუწყო ხელი.