ახალი პროექტი - თვეში ერთხელ კონცერტი ცოცხალი შესრულებით
10 აპრილი, 2014
ახალი პროექტი - თვეში ერთხელ კონცერტი ცოცხალი შესრულებით ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
რადიო "GIPA"-ს ორგანიზებით "ფრონტლაინ კლუბის" ეზოში ჯგუფ LOUDSpeakers-ის კონცერტი გაიმართა.


რადიოს ინიციატივით, თვეში ერთხელ ქართული ბენდების მიერ ცოცხალი შესრულებით კონცერტი გაიმართება. ორგანიზატორის თქმით: "რადიო "GIPA" აპირებს თვეში ერთხელ ქართული აკუსტიკური ბენდებისთვის მოაწყოს ასეთი საღამოები. დღეს ჩვენი პროექტის გახსნაა და გადავწყვიტეთ, მოგვეწვია ჯგუფი LOUDSpeakers-ი. ვფიქრობ, სასიამოვნო საღამო იყო და მომავალშიც ასე იქნება". 

ჯგუფი LOUDSpeakers-ი 2009 წელს შეიქმნა. პირველი კონცერტი 2010 წლის 30 იანვარს ს თბილისის როკკლუბში გამართეს. ჯგუფმა რამდენიმე დრამერი გამოიცვალა. საბოლოო შემადგენლობით LOUDSpeakers-ი მსმენელის წინაშე "თბილისი Open Air 2011"-ზე წარდგა. 

ამჟამად ჯგუფის წევრები მონაწილეობას იღებენ კონკურსში ესპანეთის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალ "ARENAL SOUND"-ზე გასამგზავრებლად. 

ჯგუფის სოლისტმა ლევან ცხვარაძემ ფესტივალის შესახებ აღნიშნა: "ფესტივალი ესპანეთში ვალენსიასთან ახლოს ზღვისპირა ქალაქში ტარდება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მასში მონაწილეობის მიღება. ხმის მიცემა 14 აპრილს დასრულდება, ძალიან ცოტა დრო დარჩა. ჯერჯერობით პირველ ადგილზე ვართ და იმედია, ბოლომდე ასე იქნება. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება".

ჯგუფის მხარდასაჭერად დღევანდელ საღამოზე ბევრი გულშემატკივარი მივიდა.

"გაზაფხულის კარგი საღამო კარგი მუსიკითა და კარგი გარემოთი. LOUDSpeakers-ი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჯგუფია. ძალიან მომწონს, საინტერესო მუსიკა აქვთ და ძალიან გამიხარდება, თუ ესპანეთში გაემგზავრებიან ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად. ყველას ვურჩევ, ხმა მისცენ და უსმინონ ჯგუფ LOUDSpeakers-ს" - გვითხრა დამსწრემ ქეთი გაგუამ.



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary