ტრენინგი ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების“ შესახებ
11 აპრილი, 2014
ტრენინგი ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების“ შესახებ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" სასწავლო ცენტრისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის ,,გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში" თანამშრომლობის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგი ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების" საკითხებზე.

ტრენინგის მიზანია საქართველოში იურისტების ინფორმირება ოჯახური ძალადობის შემთხვევების შესახებ.

,,წელიწადის განმავლობაში "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" წევრებმა უნდა გაიარონ თორმეტი კრედიტის ფარგლებში ტრენინგი, რომელიც მათ დაეხმარება ახალი ინფორმაციის გაცნობასა და გაანალიზებაში" - განაცხადა "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" სასწავლო ცენტრის კორდინატორმა ანი გოდერძიშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც ასოციაციის წევრები, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები.

ილიაუნის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტის ნინო მეუნარგიას თქმით, ,,საინტერესო და აქტუალურ თემას შეეხებოდა ტრენინგი. ამ კუთხით ინფორმაცია გვქონდა, მაგრამ გადავწყვიტე, კიდევ უფრო მეტი გამეგო ამ მიმართულებით. შეხვედრაზე გავეცანი ბევრ ახალ და საინტერესო ინფორმაციას".




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary