Online მეწარმეობა
11 აპრილი, 2014
საქართველოს უნივერსიტეტში "ახალგაზრდა ინოვატორთა კლუბის" ორგანიზებით სემინარი ჩატარდა თემაზე - "Online მეწარმეობა".

სემინარი მოიცავდა შემდეგ თემებს: Online მეწარმეობა საქართველოს ბაზარზე; რატომაა წარმატებული ეს სფერო; როგორ წამოვიწყოთ Online ბიზნესი; გზები წარმატებული Online მეწარმეობისთვის.

შეხვედრაზე საუბარი იყო ინტერნეტბიზნესმენებზე, მიუხედავად მათი ვირტუალური ორიენტაციისა, კანონმდებლობა მათ ჩვეულებრივ მეწარმე სუბიექტებად მიიჩნევს.

ინტერნეტბიზნესის რეგისტრაციისთვის ყველაზე ხშირად ორ ფორმას ირჩევენ: ინდ. მეწარმეს და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას (შპს). 

"ინტერნეტ ბიზნესის საწარმოებლად მართებულად მიმაჩნია საქმიანობის წარმოება შპს–ს დაფუძნებით. რაც შეეხება თითოეული მათგანის უპირატესობას და ნაკლოვანებას, ეს დამოკიდებულია ბიზნესის სახეობაზე, თუმცა, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო შპს–ს უპირატესობა, რაც მდგომარეობს შემდეგში: ინდივიდუალური მეწარმე არ არის იურიდიული პირი. იგი საქმიან ურთიერთობებში თავის უფლებებს ახორციელებს და მოვალეობებს ასრულებს, როგორც ფიზიკური პირი" - ამბობს ideastudio-ს დამფუძნებელი ლევან პაიჭაძე და დასძენს: "ჩვენ უკვე ვაწარმოეთ მედიაპარტნიორობა შემდეგი კონფერენციებისთვის, სამიტებისა და ღონისძიებებისთვის. მედიაპარტნიორობა შეიცავს, როგორც სპიკერებსა და ორგანიზატორებთან ინტერვიუს, ასევე liveblog-ებსა და სოციალურ მედიაში გაშუქებას".








გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary