"მინერვა 2014"-ის გამარჯვებულების დაჯილდოება
11 აპრილი, 2014
"მინერვა 2014"-ის  გამარჯვებულების დაჯილდოება ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"დავითიანნთან" არსებულ ლიტერატურულ კლუბ "დალკის" ინიციატივით ლიტერატურული კონკურსის "მინერვა 2014"-ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.


კონკურსში მონაწილეობა სულ 46-მა ახალგაზრდამ მიიღო. მათ დაწერეს ნაწარმოებები თემაზე - "ვერდამდგარი გაზაფხულები". 

ჟიურის ერთ-ერთი წევრის განცხადებით: "ძალიან გაგვიჭირდა ნაწარმოებების არჩევა და ჩვენი რჩეულის გამოვლენა, რადგან ყველა კონკურსანტის ნაშრომი ახლოს იყო თემასთან "ვერდამდგარი გაზაფხულები". თუმცა, ამის მიუხედავად, ავირჩიეთ ჩვენი ფავორიტი".

"მინერვა 2014"-ის სამი გამარჯვებული გამოვლინდა. გამარჯვებულები სამი კრიტერიუმის მიხედვით შეარჩიეს. ეს იყო facebook Like-ბით გასული კონკურსანტი, გაზეთ "ახალი განათლების" რჩეული და მთავარი გამარჯვებული, რომელიც თავად "დალკის" მიერ გამოვლინდა.

ლიტერატურულ კლუბ "დალკის" რჩეული გახდა ნიკა არაბული ნაწარმოებით "წერილი პერსეფონეს". ეს არის მითოლოგიური ნაწარმოები, დემეტრეს წერილი საკუთარი შვილისადმი - პერსეფონესადმი. ნიკა არაბული დაჯილდოების ღონისძიებაზე არ იმყოფებოდა, თუმცა, როგორც ჟიურიმ განაცხადა, მას აუცილებლად გადაეცემა სიგელი და წიგნები სერიიდან "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ." 

კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა "მინერვა 2014"-ში მონაწილეობის სიგელი. "დალკი" დაპირდა კონკურსანტებს, რომ გამოვა წიგნი, სადაც დაიბეჭდება მათი ეს ნაწარმოებები. ასევე საშუალება მიეცემათ, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში, რომლის ორგანიზებაც დაწყებულია.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary