„საუბრები თავისუფლებაზე“ რუსთაველის თეატრში
13 აპრილი, 2014
   „საუბრები თავისუფლებაზე“  რუსთაველის თეატრში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
,,საუბრები თავისუფლებაზე" – ასე ჰქვია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და რუსთაველის თეატრის ერთობლივ საგანმანათლებლო–ინტელექტუალურ პროექტს, რომელიც დღეს რუსთაველის თეატრში გაიხსნა.


ღონისძიებაზე გამოფენა მოეწყო. მსურველებს შეეძლოთ, დაეთვალიერებინათ რუსთაველის თეატრში დაცული ექსპონატები, რომლებიც რუსთაველის თეატრში თავისუფლების იდეის გარშემო დადგმის ისტორიას ასახავს.
პროექტის პირველი სტუმარი თსუ–ს რექტორის მოადგილე მარინე ჩიტაშვილი იყო.

,,მართალია, პროექტი ხორციელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და რუსთაველის თეატრთან ერთად, მაგრამ ის წარმოაჩენს კონკრეტულ ადამიანთა ხედვას თავისუფლების არსის შესახებ. ამიტომ მე წარმოვადგენ თსუ–ს, არა როგორც რექტორის მოადგილე, არამედ , როგორც – ფსიქოლოგიის პროფესორი" – აღნიშნა მან. 

პროექტის მიზანია თავისუფლების რაობის ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური და სხვა ასპექტების ანალიზი. პროექტის იდეის ავტორის დავით მაზიაშვილის თქმით, ის თავისუფლების იდეის გააზრებას, შესწავლასა და ამ მიმართულებით მომავალ კვლევით საქმიანობას შეუწყობს ხელს.

,,პროექტი მოიცავს რამდენიმე საფეხურს, შემდეგი სტუმრის თაობაზე რამდენიმე კანდიდატთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, მაგრამ აუცილებლად იქნება ამ თემის ფილოსოფიური ასპექტების ანალიზი და ნელ–ნელა გადავალთ შემდეგ საფეხურებზე, რათა ეს იყოს უფრო არსობრივი განხილვა და არა უბრალო სიტყვა დეფინიციის გარეშე" – განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას.

ღონისძიებას, ძირითადად, თსუ–ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
ერთ–ერთი მათგანის შორენა ცხადაძის თქმით, მსგავსი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებისათვის, რადგან ხელს უწყობს მათ დაინტერესებასა და მიზიდვას წიგნების წასაკითხად ამ თემის გარშემო.

,,საუბრები თავისუფლებაზე" განკუთვნილია, როგორც თსუ–ს, ასევე სხვა უნივერსიტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, რომლებიც ინგლისურ ლიტერატურასა და, ზოგადად, დასავლეთ ევროპის მწერლების, ხელოვანებისა და მოაზროვნეების შემოქმედებას სწავლობენ.

რუსთაველის თეატრი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მომავალშიც გეგმავენ ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას.








გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary