„ჩვენ ვირჩევთ ევროპას!“
13 აპრილი, 2014
„ჩვენ ვირჩევთ ევროპას!“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ ევროპის მოედანზე (რიყე) საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერი სამოქალაქო აქცია-კონცერტი "ჩვენ ვირჩევთ ევროპას!" მოაწყო.


კონცერტში მონაწილეობდნენ მუსიკოსები და ჯგუფები: ანსამბლი "ლაშარი", მერიის ბიგ ბენდი, გიორგი სუხიტაშვილი, მარიკო ებრალიძე, ალეკო ბერძენიშვილი, ,,გორდელა", ,,Z for Zulu", ,,თინათინი", ,,არა", ,,Eldrine", ,,The Jetbird", ,,LOUDspeakers", ,,KID Jesus".
კონცერტ-აქციის მონაწილეების, ორგანიზატორებისა და იქ მისული მოქალაქეების სურვილი იყო, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. 

კონცერტ-აქციაზე მისულ მოქალაქეებს დაურიგდათ მაისურები, დროშები, ბუშტები, ბუკლეტები სახელწოდებით - ,,ჩვენ ვირჩევთ ევროპას".

აქციის ახალგაზრდა მონაწილემ ნინი ხიჯაკაძემ აღნიშნა: "მსურს, შევუერთდე ევროპულ გზას, რაც ნიშნავს თავისუფალ მომავალს, გათანასწორებულ სოციალურ ფენებსა და ნათელ წერტილს ჩვენი დამოუკიდებლობისათვის. უკეთესი იქნება, თუ მსგავსი აქციები უფრო ხშირად გაიმართება, შესაბამისად, მეტი შანსი გვექნება ევროპულ ოჯახში შესვლისა".


დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში ევროპული იდეის გარშემო გაწევრიანებული არის ასზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა მიზანიცაა მთელს საქართველოს მიაწვდინონ ხმა.

აქცია-კონცერტზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც საქართველოს ევროპული გზისკენ წინსვლა უსურვა.



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary