173-ე სკოლაში ვებჟურნალ „თავისუფალი ასოციაციის“ პრეზენტაცია გაიმართა
15 აპრილი, 2014
173-ე სკოლაში ვებჟურნალ „თავისუფალი ასოციაციის“ პრეზენტაცია გაიმართა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ქალაქ თბილისის 173-ე საჯარო სკოლაში ვებჟურნალ "თავისუფალი ასოციაციის" წარმომადგენლებმა უფროსკლასელთათვის პრეზენტაცია გამართეს.

პრეზენტაცია მიზნად ისახავდა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთათვის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, თუ რა პრობლემები არსებობს სხადასხვა უნივერსიტეტში, რა სირთულის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს პირველკურსელი სტუდენტი და რა გამოწვევა ელის მას. გარდა ამისა, მათ მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია ვებჟურნალ "თავისუფალი ასოციაციის", 3-თვიანი სტაჟირებისა და სხვადასხვა გაცვლითი პროგრამის შესახებ, დამწყებ ჟურნალისტებს კი თანამშრომლობა შესთავაზეს. მოსწავლეები ძალიან დაინტერესებულები აღმოჩნდნენ და პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ინფორმაცია, რადგან კარგად არ ვარ გარკვეული უნივერსიტეტებში და თქვენი ვებგვერდის საშუალებით ბევრ საინტერესო ინფორმაციას მივიღებ" - თქვა მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ ნანა ფილაურმა. 

"მივიჩნევ, რომ მოსწავლეები მეტ-ნაკლებად იცნობენ იმ უნივერსიტეტებს, რომელში ჩაბარებაც გადაწყვეტილი აქვთ, თუმცა, ვფიქრობ, ასეთი დეტალური ინფორმაცია ნამდვილად დაეხმარება მათ სწორად დაგეგმონ საკუთარი მომავალი" - აღნიშნა სკოლის დირექტორის მოადგილემ ლია გორგაძემ. 

"თავისუფალი ასოციაციის" ჟურნალისტის ნინო ქეთელაურის თქმით, შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა, რაც მოსწავლეების აქტიურობაზეც აისახა. მისი თქმით, პრეზენტაციები კვლავ გაგრძელდება სხვადასხვა სკოლაში.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary