განათლება ავსტრიაში
15 აპრილი, 2014
განათლება ავსტრიაში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
განათლება ავსტრიაში - ამ სახელწოდებით დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში კომპანია ,,შენი ევროპის" პრეზენტაცია გაიმართა.


კომპანიამ იმ ახალგაზრებს, რომელთაც ევროპაში სწავლის გაგრძელება სურთ, ავსტრიაში განათლების მიღება შესთავაზა.
პრეზენტაციაზე ,,შენი ევროპის" წარმომადგენლებმა დამსწრეებს პროგრამის პირობები გააცნეს.

პროგრამა განკუთვნილია, როგორც აბიტურიენტების, ისე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის და ინგლისურ ან გერმანულ ენაზე სწავლებას გულისხმობს.

მასში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მხოლოდ ატესტატის ან დიპლომის წარდგენა. ერთი სემესტრის საფასური 365 ევროს შეადგენს.

ერთ-ერთი ორგანიზატორის ზურა სამადალაშვილის თქმით, ისინი ახალგაზრდებს უნივერსიტეტში ჩარიცხვის 100%-იან გარანტიით, საჭირო საბუთების მოგროვებით, ვიზის აღებაში დახმარებითა და საცხოვრებელი ფართის მოძებნით უზრუნველყოფენ. 

მომსახურების საფასური 1890 ევროს შეადგენს. პროგრამა არ გულისხმობს საცხოვრებელი ფართისა და გზის ხარჯების დაფარვას.

ენის კურსების გავლა მსურველებს ადგილზევე შეეძლებათ.
ზურა სამადალაშვილის თქმით, ინგლისურენოვანი კურსები შედარებით მოკლეა. ასევე არსებობს საზაფხულო სკოლებიც.
ვენის უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველებს შეუძლიათ, აირჩიონ 182 სპეციალობიდან ერთ-ერთი.

,,რეალურად არ მეჩვენება ეს ყველაფერი, თანაც როგორც თქვეს, ამ უნივერსიტეტში ყველას იღებენ, ჩემი აზრით, მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული წასვლა: თანხა გაქვს თუ არა და არა შენს ცოდნაზე. უპირატესობას იმ პროექტებს ვანიჭებ, რომელშიც შენს ცოდნას აფასებენ" -აღნიშნა ერთ-ერთმა სტუდენტმა თეონა კვინიკაძემ.
სტუდენტთა უმრავლესობამ ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ მომსახურების საფასური ძვირია და საზაფხულო სკოლებით უფრო დაინტერესდნენ.

ერთ-ერთმა დამსწრემ ოთარ ბაღათურიამ აღნიშნა, რომ მიღებული ცოდნა საფასურს ნამდვილად გადააჭარბებს და ეს შემოთავაზება მნიშვნელოვანია ქართველი ახალგაზრდებისათვის.

კომპანია ,,შენი ევროპა" 4 ქვეყანაში მუშაობს. ,,ეს კომპანია დაფუძნებულია ამბიციური ხალხისთვის, ვისაც უნდა ევროპული დიპლომი და, რაც მთავარია, ხარისხიანი განათლება" - აღნიშნა ,,შენი ევროპის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზურა ჯინაშვილმა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary