ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქცია გამართეს, რომელსაც მოგვიანებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ.
მათი მთავარი მოთხოვნები უნივერსიტეტის ავტონომიურობა და სამართლიანობის აღდგენა იყო.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ერეკლე ტიგინაშვილის თქმით, არსებობს იმის საშიშროება, რომ ფაკულტეტები ჩავარდეს, რაც, როგორც ლექტორებს, ასევე სტუდენტებს საფრთხეს შეუქმნით.
,,გვინდა, აკადემიური საბჭო ირჩევდეს რექტორს და არა პრემიერმინისტრი’’ -განაცხადა ერეკლე ტიგინაშვილმა. სტუდენტი და აქციის მონაწილე ქეთევან სალაძე მიიჩნევს, რომ ასეთი საკითხები სტუდენტებთან შეუთახნმებლად არ უნდა წყდებოდეს -
,,უნივერსიტეტი სტუდენტების აზრს უნდა ითვალისწინებდეს’’- აღნიშნა ქეთევანმა.
პოლიტოლოგ გია ნოდიას თქმით, ხელისუფლებას უნივერსიტეტზე კონტროლის დამყარება სურს:
,,ამ კანონით უნივერსიტეტში საბჭოს უფლებამოსილება მცირდება და პრემიერმინისტრს საშუალება ეძლევა, რექტორი საკუთარი მოსაზრებიდან გამომდინარე დანიშნოს’’ - განაცხადა გია ნოდიამ.
აქციაში როგორც სტუდენტები, ასევე ლექტორებიც მონაწილეობდნენ. მათ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და ამის შემდეგ ჭავჭავაძის გამზირიდან მარჯანიშვილის გამზირზე მდებარე განათლების სამინისტროს შენობის წინ გადაინაცვლეს.