შეხვედრა თორნიკე შურღულაიასთან
15 აპრილი, 2014
შეხვედრა  თორნიკე შურღულაიასთან ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში "საქართველოს ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის" ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა დოქტორთა კლუბის PcD Club პრეზიდენტ, ისტორიის დოქტორ, პროფესორ თორნიკე შურღულაიასთან.

თორნიკე შურღულაიამ ისაუბრა აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ისრაელის სპეცსამსახურების სისტემებზე, რამდენიმე სიტყვით შეეხო საქართველოს სპეცსამსახურებსაც, ისაუბრა დაზვერვებსა და კონტრდაზვერვებზე, სლაიდშოუს სახით წარმოადგინა აღნიშნული ქვეყნების დაზვერვის სისტემების სტრუქტურა. მან თქვა, რომ აშშ-ს სადაზვერვო სისტემა მოიცავს სულ 16 სპეცსამსახურს. თორნიკე შურღულაიამ აუდიტორიას გააცნო რამდენიმე ტიპის დაზვერვა, ესენია - ტექნიკური დაზვერვა, გეოსივრცითი დაზვერვა, გლობალური და ა.შ. 

მან ისაუბრა ზემოაღნიშნული ქვეყნების ეროვნული დაზვერვისა და ნაციონალური უსაფრთხოების ოფისების მუშაობის სპეციფიკაზე, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტსა და სხვა სახის სისტემებზე.

თორნიკე შურღულაიამ აღნიშნა, რომ აშშ ზესახელმწიფოა და მისი სპეცსამსახურების სისტემის ფუნქციამ მსოფლიოში ყველა სპეცსამსახურებს გაუსწრო.

მომხსენებელმა აუდიტორიას შეახსენა აშშ-ში 1947 წელს მიღებული კანონის ძირითადი ფუნქცია, რომელიც გულისხმობს ეროვნულ უსაფრთხოებას: "ეს ის პერიოდია, როდესაც შეიქმნა პენტაგონი, უშიშროების საბჭო და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო. აშშ-ს იდეოლოგია მდგომარეობს იმაში, რომ მსოფლიოში მას აქვს სანიტრის როლი, მან უნდა გაათავისუფლოს მსოფლიო ზედმეტი ელემენტებისაგან. ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე კარგი მოდელი არის ისრაელის მოდელი სახელმწიფოს ზომის გამო, ის არ არის აშშ-ს მსგავსად დიდი ქვეყანა და მას აქვს დიდი პოტენციალი".

"ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის" წევრმა ხატია ქარსელაძემ აღნიშნა, რომ "პირადად ჩემთვის, ძალიან საინტერესოა მსგავსი სახის შეხვედრა, ყოველთვის მაინტერესებდა აგენტურა და საერთოდ თავდაცვის საკითხები. ჩვენ ახლა, სწორედ დიდი ბრიტანეთის მოდელს განვიხილავთ. დღეს ვარ საკმაოდ ინფორმირებული, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამერიკის მოდელი იყო".

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ ნათია სხირტლაძისთვის კი, აღნიშნული სადაზვერვო მოდელებიდან მნიშვნელოვანი იყო ისრაელის მოდელი: "მივიჩნევ, რომ მომავალი პოლიტოლოგებისთვის აუცილებელია მსგავსი სახის ტრენინგები" - აღნიშნა ნათია სხირტლაძემ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary