,,კავკასიის ახალგაზრდული კავშირის" ინიციატივით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილმის ,,Music above fighting" ჩვენება.
ფილმი გადაღებულია 2013 წელს მასტერპის ცენტრალური ოფისის მიერ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და ასახავს მუსიკის როლს კონფლიქტის მოგვარებაში. ჰოლანდიელი მუსიკოსები აწყობენ ტურნეს კონგოში. მუსიკოსები ხვდებიან მოსახლეობას და ატარებენ კონცერტებს. ფილმი ემსახურება მშვიდობის იდეის პროპაგანდას, ადგილობრივების მხარდაჭერას, რადგან კონგოს რესპუბლიკა არის რთულ მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფო.
"კავკასიის ახალგაზრდული კავშირის" საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლევან გორგაძის თქმით: ,,ჩვენი მიზანია მშვიდობის იდეის პროპაგანდა, კონფლიქტების პრევენცია ისეთი მეთოდებით, როგორიცაა მუსიკა, ხატვა და არა პოლიტიკური ინსტრუმენტებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მშვიდობის მოგვარება მარტო პოლიტიკოსებს კი არა საზოგადოებასაც შეუძლიათ მუსიკითა და ხატვით. ეს ის მეთოდებია, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია მსოფლიოში კონფლიქტის მოგვარება მცირე დოზით მაინც".
ორგანიზაცია გეგმავს მსგავსი ტურის მოწყობას საქართველოს რეგიონებში უახლოეს მომავალში.
,,ჩვენი ქვეყნისთვის, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება. მშვიდობის პრევენცია მნიშვნელოვანი ფაქტია, რასაც ემსახურებოდა დღევანდელი შეხვედრა. მსგავსი პროექტის ჩატარებას ძალიან დიდი გამოეხმაურება მოყვება რეგიონებშიც" - განაცხადა ერთ-ერთმა დამსწრემ ნინო წოწორიამ.