ახალგაზრდა მოხალისე მასწავლებლების დაჯილდოება
17 აპრილი, 2014
ახალგაზრდა მოხალისე მასწავლებლების დაჯილდოება ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
კომპანია "ორიფლეიმის" ერთ-ერთ ოფისში ახალგაზრდა მოხალისე მასწავლებლების დაჯილდოება გაიმართა.

"კომპანია "ორიფლეიმი" აჯილდოვებს სამ წარმატებულ მასწავლებელს, რომელთაც უმაღლესი შეფასება მიიღეს ტესტირებისა და გასაუბრების ეტაპზე. გვაქვს სხვადასხვა სასაჩუქრე პაკეტი და აუცილებლად ვიზრუნებთ მათ გალამაზებაზე" - აღნიშნა კომპანია "ორიფლეიმის" კონსულტანტ-დირექტორმა ლალი წერეთელმა.

ღონისძიება დაიწყო სურვილების დაფის შევსებით, მეორე ნაწილი კი გახსნეს ცეკვისა და სიმღერის სხვადასხვა სტუდიიდან მიწვეულმა ბავშვებმა. 

პროექტი "მოხალისე მასწავლებელი" ხორციელდება "ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბის" მიერ. მასში თითქმის 30 მასწავლებელი იღებს მონაწილეობას. ისინი არიან, როგორც შემდგარი მასწავლებლები, ასევე სტუდენტები და ასწავლიან, როგორც საკუთარი პროფილით, ასევე სხვა განხრითაც. მასწავლებლებმა სამ-ეტაპიანი შესარჩევი ტური გაიარეს: CV, ტესტირება და გასაუბრება. 

"პროექტი "მოხალისე მასწავლებელი" მიზნად ისახავს იმ ბავშვების დახმარებას, რომელთაც კერძო რეპეტიტორებთან მომზადების საშუალება არ აქვთ. ისინი, ძირითადად, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და ბავშვთა სახლის ბენეფიციაები არიან" - განაცხადა "ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბის" ხელმძღვანელმა მურთაზ თაკალანძემ.

"ამ პროექტის შესახებ "facebook"-ის საშუალებით გავიგე და ძალიან გამიხარდა, რადგან საკუთარი თავის რეალიზაციისა და სხვების დახმარების საშუალება მომეცა. ამ ადამიანებთან მუშაობა ჩემთვის დიდი ბედნიერებაა და ძალიან საინტერესოა. იმედი მაქვს, რომ ჩემი მუშაობა უშედეგოდ არ ჩაივლის და ამ ადამიანების რეალურ დახმარებას შევძლებ" - თქვა ერთ-ერთმა დაჯილდოებულმა მასწავლებელმა ნინო მესხიძემ. 

მასწავლებლების რეგისტრაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary