თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დაესწრო.
მემორანდუმის ფარგლებში ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტები სხვადასხვა ბანკში გაივლიან სტაჟირებას და რიგ შემთხვევებში დასაქმდებიან კიდეც, თუ ბანკში ამის საჭიროება იქნება.
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ მინისტრი სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ მინისტრი სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.