ხელნაკეთი სააღდგომო ხის კვერცხების გამოფენა-გაყიდვა
17 აპრილი, 2014
ხელნაკეთი სააღდგომო ხის კვერცხების გამოფენა-გაყიდვა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
არასამთავრობო ორგანიზაციის "ვიმეგობროთ" ინიციატივით, ფესტივალ-რესტორაცია "დივანიში"
შემოქმედებითი სივრცე "კანდიდუსის" პროექტის "ხელოვნება გვამეგობრებს" ფარგლებში სააღდგომო თემატიკაზე შესრულებული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.


გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების, მათი მეგობრების, მოყვარული და პროფესიონალი მხატვრების მიერ შესრულებული ხელნაკეთი სააღდგომო ხის კვერცხები. ნამუშევრების ღირებულება 5-დან 100-ლარამდე მერყეობდა. მსურველებს საშუალება ჰქონდათ, ადგილზე თავადაც მოეხატათ ხის კვერცხები. შემოსული თანხა მოხმარდება "კანდიდუსის" შემდგომ აქტივობებს.

ორგანიზაციის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში რეალიზაცია. როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გიორგი ჯვარშეიშვილმა განაცხადა: "აქაურობა ძალიან მომწონს, კარგი გარემოა, მომწონს პოეზიის საღამოები, რომლებიც აქ იმართება. ამ ორგანიზაციის დახმარებით შემიძლია ვიშოვო ფული, ამიტომ ეს ჩემთვის სამსახურიც არის".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary