,,ისტორიული კონტექსტი და პოსტმოდერნისტული დიალოგი“
22 აპრილი, 2014
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ ეკა ავალიანის ინიციატივით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა - ,,ისტორიული კონტექსტი და პოსტმოდერნისტული დიალოგი".


შეხვედრის მიზანი იყო, აუდიტორიისთვის გაეცნოთ საზოგადოების ტრანსფორმაციის კონცეფცია სივრცესა და დროში, ფინიკიური ქალაქ-სახელმწიფოდან - პუნიკური კართაგენის იმპერიამდე.

,,დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრე თეორიაზე, რომელიც ეხება სივრცესა და დროში ტრანსფორმაციას. თეორიის გასამყარებლად მოვიყვანეთ ფინიკიური ქალაქ-სახელმწიფო, რომელიც დროთა განმავლობაში ტრანსფორმაციას განიცდის, ახლა ხდება ამ მოდელის გადაადგილება სივრცობრივ განზომილებაში, კერძოდ, ჩრდილოეთ აფრიკაში წარმოიქმნება ახალი მოდელი, ეს არის კართაგენის იმპერია - მემკვიდრეობის განგრძობითობა და კულტურული კავშირები. ამ ორ მოდელს შორის მსგავსება არსებითად შეიძლება აისახოს ეთნიკურ მახასიათებელსა და პოლიტიკურ კონცეფტებზე" - აღნიშნა შეხვედრის ორგანიზატორმა ეკა ავალიანმა.

მოხსენებაში საუბარი იყო ასევე ისტორიულ კონტექსტზე, არქეოლოგიურ კულტურის სფეროსა და სოციალურ პრაქტიკებზე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა ირინა დემეტრაძემ განაცხადა: ,,საინტერესო თემა იყო ახლო აღმოსავლეთის რეგიონის უძველეს ისტორიაზე. ქალბატონმა ეკამ სცადა, ამ რეგიონში არსებული ქალაქების მიხედვით შეექმნა გარკვეული მოდელები, რომელიც დაფუძნებული ენაზე, სახელმწიფოებრიობაზე, კულტურასა და ხელოვნებაზე. საინტერესო იყო იმ მხრივაც, რომ მე თვითონ ვიკვლევ ქალაქებსა და ნამოსახლართა მოდელებს. ბევრი ახალი რამ გავიგე, რადგან არ ვარ ამ დარგის სპეციალისტი და უცხო იყო ჩემთვის ის კულტურული მიგნება, რაზეც საუბარი იყო პრეზენტაციაზე".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary