ანსამბლ “ქართველოს” კონცერტი ტექნიკურ უნივერსიტეტში
14 ივნისი, 2013
ანსამბლ “ქართველოს” კონცერტი ტექნიკურ უნივერსიტეტში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ანსამბლ “ქართველოს” კონცერტი გაიმართა.
მათ მსმენელს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორული და სხვა ჟანრის სიმღერები შესთავაზეს. ღონისძიება ადმინისტრაციული კორპუსის დიდ დარბაზში გაიმართა. ანსამბლმა შეასრულა როგორც ხალხური, ისე ქალაქური და საკუთარი საავტორო სიმღერები. “მე ძალიან მიყვარს ანსამბლი “ქართველო”, ამოტომ ხშირად ვესწრები მათ კონცერტს. მინდა გითხრათ, რომ ყოველ ახალ კონცერტზე უფრო და უფრო მომზადებულები და ახალი რეპერტუარით გამოდიან, რაც ძალიან მომწონს” - გვითხრა ნათია ლომიძემ.

“ქართველომ” ეს კონცერტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს მიუძღვნა. პატრარქი დღეს ტექნიკურ უნივერსიტეტში იმყოფებოდა. უახლოეს მომავალში “ქართველო”კვლავ გეგმავს კონცერტის ჩატარებას.

ანსამბლი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ორი წლის წინ შეიქმნა. მას სხვადასხვა ფესტივალში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის "არტ-გენში", "ერთა ხმაში" და ა.შ. 2012 წლის "სტუდენტურ დღეებზე" ანსამბლმა გაიმარჯვა ნომინაციაში "ხალხის სიმპათია".

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary