უძველესი „Homo” ევროპაში
23 აპრილი, 2014
უძველესი „Homo” ევროპაში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"უძველესი "Homo" ევროპაში" - ამ თემაზე საჯარო ლექცია ჩატარდა აგრარულ უნივერსიტეტში.


საჯარო ლექციას საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დავით ლორთქიფანიძე უძღვებოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ დაინტერესებული სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი. 

დავით ლორთქიფანიძემ ადამიანის განვითარების ეტაპებსა და დმანისის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
კახა ბენდუქიძემ შეხვედრა შეაფასა და თქვა, რომ ის ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო. კონფერენციის თემამ დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაშიც და შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. 

საჯარო ლექცია პროექტ "ერთადერთი დედამიწის" ფარგლებში ჩატარდა. პროექტი ეძღვნება ტრაგიკულად დაღუპული გამოჩენილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის გელა თევზაძის ხსოვნას, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების განვითარებასა და წარმატებაში. ლექციები ყოველკვირეულად იმართება. 

"ძალიან მიხარია, რომ ბატონ გელასადმი მსგავსი სემინარებია მიძღვნილი, მეც ყოველთვის დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას. მსგავსი შეხვედრა გარკვეულწილად ხელს უწყობს მეცნიერების პოპულარიზაციას" - აღნიშნა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ.





გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary