საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში კონფერენცია "ახალგაზრდა ინჟინრების როლი საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარებაში" გაიმართა.
პროექტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჰიდროგენერირებისა და ენერგეტიკის პროექტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინიციატივით განხორციელდა.
კონფერენცია მიზნად ისახავდა ახალგაზრდა ინჟინრებისა და ლიდერების, მათ შორის ქალი ლიდერების როლის გაზრდას ენერგეტიკული სექტორის განვითარებაში და ასევე მომავალი თაობის ინტერესის გაღვივებას საინჟინრო და ენერგეტიკული სფეროების მიმართ.
კონფერენციას ესწრებოდნენ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიაშვილი, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, პროფესიული და აკადემიური სფეროების წარმომადგენლები, ასევე სტუდენტები და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები. .