თამარ მახარაძემ სტუდენტებს სტიპენდიის გაცემის წესი განუმარტა
23 აპრილი, 2014
თამარ მახარაძემ სტუდენტებს სტიპენდიის გაცემის წესი განუმარტა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი თამარ მახარაძე სტუდენტებს შეხვდა.


შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, საუბარი იყო სტიპენდიის გაცემის წესების შესახებ. "კარგია, რომ არ იყო აზრთა სხვადასხვაობა სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის. ის კრიტერიუმები, რომლითაც ჩვენ ვაპირებთ სტიპენდიის გაცემას, მათთვის მისაღები, სამართლიანი და ეს კარგია, როცა გვაქვს შეთანხმებული წესი, როგორ დავაჯილდოვოთ წარჩინებული სტუდენტები. ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა სტუდენტებთან ურთიერთობა. მსგავსი შეხვედრით, ვფიქრობ, უკეთ გავიგებთ ერთმანეთის საქმიანობის შესახებ, სტუდენტები ადმინისტრაციის საქმიანობის, ხოლო ჩვენ მეტი გვეცოდინება სტუდენტების პრობლემების შესახებ უშუალოდ სტუდენტებისგან" - აღნიშნა თამარ მახარაძემ.

შეხვედრა თსუ-ს მე-6 კორპუსის სხდომათა დარბაზში ჩატარდა. როგორც ერთ-ერთმა დამსწრე სტუდენტმა გიორგი სიხარულიძემ გვითხრა: "დღევანდელი შეხვედრა ძალიან ინფორმაციული იყო, გავიგე, ამიერიდან როგორ უნდა მოვემზადო სტიპენდიის მისაღებად. აღარ წარმოიშვება გაუგებრობა, წინააღმდეგობა და დაპირისპირება სტუდენტებს შორის, რადგან მათ ეცოდინებათ ის კრიტერიუმები, რის მიხედვითაც გაიცემა სტიპენდია".

მსგავსი შეხვედრა ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის ყოველი თვის ბოლოს გაიმართება.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary