საჯარო დებატი ხუდონის მშენებლობაზე
24 აპრილი, 2014
საჯარო დებატი ხუდონის მშენებლობაზე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
,,ილიაუნის დებატების კლუბისა" და ,,დებატებისა და განათლების ინსტიტუტის" ინიციატივით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო დებატი გაიმართა ხუდონის მშენებლობის შესახებ.

დებატების ჩატარების მიზანი იყო, სტუდენტებისთვის ნათლად წარმოეჩინათ ხუდონის მშენებლობის ირგვლივ არსებული პრობლემები.

შეხვედრაზე გაიმართა კარლ პოპერის ფორმატის დებატი. მონაწილეობდა ორი გუნდი: მტკიცებითი და უარმყოფელი, თითოეული შედგებოდა სამ-სამი წევრისაგან.

,,მივიჩნევ, რომ დებატმა კარგად ჩაიარა, ჩვენი მთავარი მიზანი ის იყო, რომ ინფორმირებული გაგვეხადა სტუდენტები ამ თემის შესახებ და შემდეგ თვითონ გამოეტანათ დასკვნა, გამართლებულია თუ გაუმართლებელი ეს მშენებლობა. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ მართლაც გაუმართლებელია ჰესის მშენებლობა, თუმცა, თამაშის მიხედვით საპირისპირო პოზიციის დამტკიცება მომიწია" - განაცხადა უარმყოფელი გუნდის გამომსვლელმა მარიამ ალავიძემ.

შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მწვანე ალტერნატივის" წარმომადგენლები. ორგანიზაციის წარმომადგენელმა დავით ადეიშვილმა ისაუბრა მშენებლობის უარყოფით მხარეებზე, თუ რა შედეგი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას და რა რაოდენობის თანხით შეავსებს საქართველოს ბიუჯეტს, თუ ხუდონის მშენებლობა გაგრძელდება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary