მოსწავლეებთან შეხვედრა 137-ე საჯარო სკოლაში
24 აპრილი, 2014
მოსწავლეებთან შეხვედრა 137-ე საჯარო სკოლაში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის 137-ე საჯარო სკოლაში ვებჟურნალ ,,თავისუფალი ასოციაციის" პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო, სკოლის მოსწავლეებს საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების შესახებ მიეღოთ ალტერნატიული ინფორმაცია განსხვავებით იმისგან, რასაც სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები სუბიექტურად აწვდიან მათ სკოლებში სტუმრობის დროს. 

137-ე სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლის თამუნა კიკალაშვილის თქმით: ,,ეს პრეზენტაცია ძალიან საინტერესო იყო, რადგან იმ მოსწავლეებმა, ვისაც აქამდე არ ჰქონდათ ინფორმაცია სახელმწიფო უნივერსიტეტების შესახებ, სრულიად ამომწურავად მიიღეს, მათ შორის მეც. ამასთან ერთად, მგონია, რომ სტაჟირება დამეხმარება განვითარებისათვის. მინდა, სანამ სტუდენტი გავხდები, მანამდე განვათავსო სტატია თავისუფალ სივრცეში". 

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თავისუფალი ასოციაციის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ ნუკა კეკელია განაცხადა, რომ: ,,კმაყოფილი ვარ მოსწავლეებთან შეხვედრით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ კატეგორიას რეალური და სწორი ინფორმაცია ჰქონდათ სასურველი უნივერიტეტების შესახებ, ვფიქრობ, რომ პროდუქტიული შეხვედრა გამოვიდა იმ მოსწავლეებისათვის, ვისაც ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება, თუ სად სურთ სწავლის გაგრძელება".

მსაგავსი განცხადება გააკეთა ამავე სკოლის ერთ-ერთ მასწავლებელმა ნათია თათულაშვილმა, მან აღნიშნა, რომ: "გამომდინარე იქიდან, რომ მოსწავლეებთან დიდი ხანია მაქვს ურთიერთობა, ვფიქრობ, რომ მოსწავლე, რომელიც მუდმივად ჩართულია სასწავლო პროცესში და საფუძვლიანად ეუფლება სასკოლო განათლებას, მათ, როგორც დაინახეთ, უკვე ჰქონდათ გარკვეული ინფორმაცია, თუმცა, ამ შეხვედრის დამსახუებით ყველა მოსწავლეს მიეწოდა ინფორმაცია, რასაც მე პირადად მივესალმები".
.

.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary