პროფესიულ განათლებაში განხორციელებული და დაგეგმილი სიახლეების პრეზენტაცია განათლების სამინისტროში
24 აპრილი, 2014
პროფესიულ განათლებაში განხორციელებული და დაგეგმილი სიახლეების პრეზენტაცია განათლების სამინისტროში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც დაინტერესებული მხარეები პროფესიულ განათლებაში აუდიტის სამსახურის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებს გაეცნენ.

საინფორმაციო შეხვედრაზე მიწვეულები იყვნენ ჟურნალისტები, საგანმანათლებლო დაწესებულებათა წარმომადგენლები, სოციალური პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები. 

"აუდიტის სამსახურს შენიშვნები ჰქონდა პროფესიების კუთხით იმიტომ, რომ პროფესიები არ ემთხვეოდა პრიორიტეტებს, ანუ საგანმანათლებლო კურსები არ იყო შესაბამისობაში მოთხოვნად პროფესიებთან, რაც, თავის მხრივ, იწვევდა დასაქმების პრობლემას. ასევე მთელი რიგი შენიშვნებისა იყო დაკავშირებული დაფინანსების სისტემასთან, ვაუჩერების მოუქნელობასთან. ანგარიშის დამტკიცებიდან ორი თვე არის გასული, ჩვენი მიზანი სწორედ გამჭირვალობა და წარმატებული კომუნიკაცია საზოგადოებასა და სამინისტროსთან, რათა მომხდარიყო ჩვენი მიზნების თანხვედრა და რეკომენდაციების მიხედვით ღონისძიებების ჩატარება. სამინისტრომ უკვე დაიწყო ამაზე მუშაობა. ჩვენ კი ამ პროცესს მონიტორინგს გავუწევთ" - განაცხადა ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გიორგი კაპანაძემ.

"ჯერ კიდევ 2012 წლის ბოლოს, როდესაც შევისწავლეთ პროფესიულ განათლებაში არსებული პრობლემები, დავიწყეთ მათზე მუშაობა. ეს იყო ისეთი პრობლემები, როგორიც არის სწავლების ხელმისაწვდომობა, საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხი, ადეკვატური და ეფექტური დაფინანსების მექანიზმების შემუშავება, სოციალური პარტნიორების, დამსაქმებლების ჩართვა. სწორედ ეს საკითხები არის, რომელსაც შეეხება ეფექტიანობის აუდიტის შენიშვნები, თუმცა, ამ პრობლემების ძირითად ნაწილზე მუშაობა უკვე დაწყებული იყო. მოხარული ვიქნები, თუ ჩვენს შორის კვლავაც გაგრძელდება კოორდინაცია და ერთად ვიმუშავებთ პრობლემების გადასაჭრელად"- აღნიშნა ათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ. 

"უპირველეს ყოვლისა, მინდა, აღვნიშნო, რომ ევროკავშირისთვის მეტად მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომლებიც საქართველოში ტარდება. ჩვენ ვეხმარებით ქვეყანას საჯარო ფინანსებისა და ასევე პროფესიული განათლების რეფორმებში" - თქვა ევროკავშირის წარმომადგენლობაში საოპერაციო განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ შტეფან შტორგმა. 

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2011-1012 წლების პროფესიული განათლების სისტემის ეფექტიანობის აუდიტი განახორციელა და შესაბამისი დასკვნა 2014 წელს მოამზადა. დასკვნაში მოცემულია რეკომენდაციები სისტემაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary