გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს იუსტიციის მინისტრი ეწვია
14 ივნისი, 2013
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს იუსტიციის მინისტრი ეწვია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
დღეს 6 საათზე გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის სტუდენტები იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს შეხვდნენ.
მინისტრმა სტუდენტებს საკუთარი ბიოგრაფია გააცნო, რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია ახალგაზრდებში.
თეა წულუკიანმა ყურადღება გაამახვილა გატარებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე. მთავარი თემა იყო სასამართლოს დამოუკიდებლობა და პროფესიონალიზმი. მინისტრი ასევე შეეხო ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს.

"ჩვენ ავირჩიეთ რთული გზა, მარტივი გზა იყო ის, რაც წინა მთავრობამ აირჩია. ჩვენ ვაპირებთ, გავატაროთ სწორი რეფორმები სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის. ძალიან მალე ადვოკატებს შეეძლებათ, იმავე პირობებში მოიპოვონ მტკიცებულებები და სხვადასხვა საჭირო მასალა, რა პირობებშიც ამას აკეთებენ პროკურორები. მართლმსაჯულება არის დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი საძირკველი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში იყოს დამოუკიდებელი სასამართლო" - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

"შეხვედრა ძალიან კარგად და საინტერესოდ წარიმართა. თეა წულუკიანმა თავიდან მიმოიხილა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, შემდეგ კი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტების დასმულ კითხვებს ძალიან ამომწურავად უპასუხა, რითაც კმაყოფილები დავრჩით" - აღნიშნა მესამე კურსის სტუდენტმა ლაშა გოგობერიშვილმა.

შეხვედრის ბოლოს მინისტრმა უნივერსიტეტის რექტორ გია მათიაშვილთან ერთად დაათვალიერა სასწავლებლის სახელოსნოები და ინფრასტრუქტურა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary