ამერიკული მუსიკის საღამო თსუ-ში
26 აპრილი, 2014
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში სტუდენტთა ყოველწლიური ამერიკისმცოდნეობის კონფერენციის ფარგლებში ამერიკული მუსიკის საღამო გაიმართა.

სტუდენტთა კონფერენცია წელს მეორედ ჩატარდა და მიეძღვნა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამოქალაქო უფლებების აქტის მიღების 50–ე წლისთავს.

ამერიკისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს აშშ-ის ყოველმხრივ შესწავლას და, როგორც მკვლევარი, ასევე პრაქტიკოსი ამერიკისმცოდნეების მომზადებას, რომლებსაც ეცოდინებათ ამერიკის ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფერო: ისტორია, ფილოსოფია, პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოება, სულიერი და მატერიალური კულტურა.

აშშ-ის პოლიტიკური და სოციალური ისტორიის, ამერიკელი ხალხის თვითმყოფადობის, მულტიკულტურული, პოლიეთნიკური, პოლიკონფესიური საზოგადოების თავისებურებების, პოლიტიკური და სოციალური ინსტიტუტების, კულტურისა და პრესის, ლიტერატურის ანალიზი კურსდამთავრებულს საშუალებას მისცემს, გახდეს პროფესიონალი ამერიკისმცოდნე, რომელიც შეძლებს ამ ზესახელმწიფოს მიღწევებისა თუ პრობლემების შესახებ ობიექტური ცოდნის გამოყენებას საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თსუ-ს სტუდენტები, რომლებმაც ინგლისურენოვანი სიმღერები შეასრულეს. ასევე იყვნენ მიწვეული მუსიკოსებიც. საღამო 2 საათს გაგრძელდა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary