საჩვენებელი მატჩი პარა-კალათბურთში
27 აპრილი, 2014
  საჩვენებელი მატჩი პარა-კალათბურთში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
მოძრაობის "ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის" ინიციატივითა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით დინამოს საწვრთნელ ბაზაზე ჩატარდა საჩვენებელი მატჩი პარა-კალათბურთში.

თამაშისთვის შეირჩნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებმაც დაიწყეს ვარჯიში და მატჩში მიიღეს მონაწილეობა. აღსანიშნავია ისიც, რომ ეტლები მოსიარულე ადამიანებმაც მოირგეს და თამაშში ჩაერთვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს საჩვენებელი მატჩი იყო და მისი მთავარი მიზანი გამარჯვებულის გამოვლენა არ ყოფილა, თამაში საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. მატჩს ინტრიგას კიდევ ისიც მატებდა, რომ იგი ინტეგრირებული იყო.

,,ეს პროექტი მხოლოდ დასაწყისია საქართველოში პარა-კალათბურთის პროფესიონალურ დონეზე ასაყვანად. ეს იყო ერთობლივად გადადგმული კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი საერთო მიზნისკენ, რასაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათი უფლებების რეალიზაცია ჰქვია" - განაცხადა მოძრაობის "ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის" წევრმა სოლომონ ჯღუნიაშვილმა.

დღევანდელ მატჩზე იმყოფებოდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდული დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კანდელაკი, რომელმაც აღნიშნა: ,,შემდეგი კვირიდან ჩვენი სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით კალათბურთის ფედერაციასთან ერთად პარა-კალათბურთის გუნდი შეიკვრება. ამ პროექტში ასევე ჩაერთვებიან ავღანეთში აისაპის მისიაში მონაწილე ქართველი მეომრები, რომლებსაც სხვადასხვა დაზიანება აქვთ მიღებული. ეს იქნება პრეცენდენტი იმისა, რომ პარა-კალათბურთი საქართველოში განვითარდება და იმედი გვაქვს, რომ ნაკრების დონეზეც წარმატებით იამაშებს".

,,ძალიან მიხარია, რომ ამ თამაშში ჩავერთვე და მივიღე მონაწილეობა, მოხარული ვიქნები, თუ ეს გაგრძელდება და მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ პროექტში" - განაცხადა თამაშის მონაწილე შშმ პირმა 15 წლის გიორგიმ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary